ირაკლი ღარიბაშვილი - ოქტომბრის თვეში მოსალოდნელია კოვიდსიტუაციის რადიკალურად დასტაბილურება და დამშვიდება, მანამდე საზოგადოებას უკვე გამოუმუშავდება იმუნიტეტი

ოქტომბრის თვეში მოსალოდნელია კოვიდსიტუაციის რადიკალურად დასტაბილურება და დამშვიდება, მანამდე საზოგადოებას უკვე გამოუმუშავდება იმუნიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, სექტემბრის ბოლომდე კიდევ ერთი მილიონი ადამიანის აცრა იგეგმება.

„ძალიან ბევრს ვსაუბრობ ბოლო პერიოდში ამასთან დაკავშირებით და მოსახლეობას მაქსიმალურად ვუხსნი, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ერთის მხრივ დავასტაბილუროთ ვითარება, ხოლო მეორე მხრივ არც ერთი მოქალაქე, რომელიც საჭიროებს სამედიცინო ჩარევას და მკურნალობას ჰოსპიტალში, არ დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე.

რა თქმა უნდა, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ჩემ დროს შემოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა და დამატებით კიდევ მინდა, რომ შევუკვეთოთ 2 მილიონი დოზა და აქტიურად უნდა დავიწყოთ ვაქცინაცია. მილიონი ადამიანის აცრა, აქედან ზოგი ერთი აცრით, ზოგი ორი აცრით, მიღწეული იქნება სულ რაღაც ერთ კვირაში, ათ დღეში სადღაც. კიდევ ერთი მილიონი ადამიანის აცრა სავსებით არის შესაძლებელი სექტემბრის ბოლომდე. ეს არის უკვე ორი მილიონი ადამიანის აცრა და დაახლოებით მილიონს, ალბათ, გადატანილი აქვს უკვე კოვიდი. ამ ყველაფრის და ეპიდემიოლოგების პროგნოზის გათვალისწინებით ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტემბერი არის მეტ-ნაკლებად მძიმე თვე და გამოწვევები სწორედ ამ თვეში იქნება. ამას ემატება საარჩევნო კამპანია და შეზღუდვები, რომელიც ახლავს ამ კამპანიას და ოქტომბრის თვეში მოსალოდნელია სიტუაციის რადიკალურად დასტაბილურება და დამშვიდება, მანამდე საზოგადოებას უკვე გამოუმუშავდება იმუნიტეტი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო