ნათია მეზვრიშვილი - ვართ გუნდი, რომელმაც ურთულეს პირობებში, პანდემიისას შეძლო არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება

ვართ გუნდი, რომელმაც ურთულეს პირობებში, პანდემიისას შეძლო არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება - ეს არის შესაძლებელი, ამიტომ ხელისუფლებას ამაზე უნდა მოვთხოვოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა „მიშელის კაბინეტის" შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ხელისუფლებამ უნდა ახსნას, თუ რას აპირებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებისთვის.

„ასეთ გართულებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველესი ამოცანა, ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის ასე იყო, მათ შორის მაშინ, როცა ხელისუფლებაში ვიყავით. როდესაც არჩევნების გადადებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლებამ ნება უნდა იბოძოს და აგვიხსნას რას აპირებს, იმისათვის, რომ არჩევნები ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.

იმის ნიშანწყალს ვერ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელ ხელმძღვანელობას ადარდებს ის რაც კოვიდთან დაკავშირებით ხდება, ვერ ვხედავთ, რომ ვინმე ამას პასუხისმგებლობით ეკიდება და პასუხისმგებლობას გრძნობს. პასუხისმგებლობის გადატანა ზოგიერთ შემთხვევაში ხდება ხალხზე, ხოლო ზოგ შემთხვევაში ეპიდემიოლოგებსა და ექიმებზე, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან რაც მიუღებელია. მათი უპირველესი ვალია, რომ სიტუაცია დაასტაბილურონ. იქ ვიყავით, ვმართავდით, ვართ გუნდი, რომელმაც ურთულეს პირობებში, პანდემიისას შეძლო არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება და კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არის შესაძლებელი, ამიტომ ამაზე უნდა მოვთხოვოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადმა და არა რაღაცა კომფორტი შევუქმნათ იმით, რომ არჩევნების გადადებაზე დავიწყოთ საუბარი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა