„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ახალგაზრდებს სპორტის განვითარების პროგრამა წარუდგინა

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, ავთანდილ თალაკვაძემ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ახალგაზრდებს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.

თალაკვაძის განცხადებით, ახალი თაობა ადგილობრივი მმართველობის პროცესში უფრო მეტად იქნება ჩართული.

„ახალგაზრდებს წარვუდგინე ჩვენი პროგრამა სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში. სპორტი გახდება ხელმისაწვდომი კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის, ვგეგმავთ სპორტული მოედნების და კლუბების რეაბილიტაციას, მწვრთნელებს ექნებათ მეტი მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის მხრიდან, მოეწყობა ახალი სარეკრეაციო სივრცეები, მოხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია,

ახალგაზრდებს დავეხმარებით ინოვაციური სტარტაპ პროექტების განხორციელებაში. ახალი თაობა უფრო მეტად იქნება ჩართული ადგილობრივი მმართველობის პროცესში“, - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

ამასთან, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე და „ქართული ოცნების“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს