„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აგვისტოს 06:00 საათიდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვსა და მცხეთაში არმაზის, აღმაშენებლის, არსუკიძის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე;

ასევე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 10:00 საათიდან 19:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში დიღომში, დიდ დიღომში და სოფელ დიღომში; 13:00 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, მისაქციელი, ნატახტარი, წილკანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა