დავით ზალკალიანი - რუსული სააგენტოების მხრიდან მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა

ავღანეთიდან ევაკუაციის საერთაშორისო ძალისხმევაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ საუბრისას, საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა რუსული სააგენტოების მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, რუსული სააგენტოების მხრიდან მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა.

„რუსული სააგენტოების მხრიდან მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს თბილისმა და საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა, და რომ ჩვენ თბილისი ავღანელი ლტოლვილების თავშესაფარ ადგილად ვაქციეთ", - განაცხადა მინისტრმა.

როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, საუბარია მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე, კერძოდ, სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში, ამერიკის დემოკრატიის განვითარების ფონდში, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში, აზიის განვითარების ბანკსა და ავღანეთში მოქმედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე, რომელთა საქართველოში ევაკუაცია საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება. ეს პირები საქართველოში მხოლოდ რამდენიმე საათით რჩებიან და ამის შემდგომ. ისინი დანიშნულების ქვეყნებში მიემგზავრებიან.

ეს არის დროებითი ღონისძიება და უახლოეს პერიოდში მოხდება მათი შემდგომი გადამისამართება ამერიკის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის