გეგმური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთი რაიონის ნაწილს 27 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მოსახლეობას.
ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ქეთევან დედოფლის გამზირის და აბუსერიძე-ტბელის ქუჩის მოსახლეობას.
ასევე გეგმური სამუშაოების გამო გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გობრონიძის, ფირცხალავას, ავალიშვილის, ნეკრისის, ტაძრის, ალავერდის, გრემის, ვარდისუბნის, რაჭის, სამეგრელოს, შორაპნის, ხვანჭკარის, დაისის, მუხის, გომბორის, ნაკადულის, რიონის, სამთავრობოს, ქერჩის, განთიადის და იასამნის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში კი გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ქვემო ლისის, ზარწემის და ალექსანდრე ბანძელაძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.