სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტმა შავ ზღვაში ფართომასშტაბიანი წვრთნები ჩაატარა, რომელშიც დანაყოფის 100-მდე მოსამსახურე, 3 სადარაჯო ხომალდი და 5 საპატრულო კატარღა მონაწილეობდა.

უწყების ინფორმაციით, სწავლება მოიცავდა საზღვაო ტაქტიკურ მანევრებს (PASSEX) და მცურავი საშუალებების საშტატო სტაციონალური შეიარაღებიდან წყალზედა მიზნებზე სასწავლო სროლების შესრულებას.

საზღვაო წვრთნების მიზანს მცურავი საშუალებების კოორდინირებული მუშაობის დახვეწა, შეიარაღების სისტემების ტექნიკური შეფასება და სანაპირო დაცვის პირადი შემადგენლობის ტაქტიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენს.

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საზღვაო წვრთნებში რეგულარულად მონაწილეობს. 2021 წლის მანძილზე, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ერთობლივი სწავლებები ჩატარდა NATO-ს წევრი ქვეყნების: ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის, ასევე უკრაინის ხომალდებთან. წელს სანაპირო დაცვის ხომალდებმა მონაწილეობა მიიღეს უკრაინის ტერიტორიულ წყლებში გამართულ მრავალეროვნულ სწავლებაში SEA BREEZE 2021 და ბულგარეთის ტერიტორიულ წყლებში ჩატარებულ საზღვაო სწავლებაში BREEZE 2021.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს