ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო დღეებში კორონავირუსის გავრცელების მიმართულებით სტაბილიზაციაა, თუმცა ლეტალობის მაჩვენებლის კლება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების მიმართულებით სტაბილიზაციაა, თუმცა ლეტალობის მაჩვენებლის კლება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.

როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკური ჯგუფები მაქსიმალურად გაძლიერებულია და ზუსტდება მკურნალობის ხარისხის ის სტანდარტი, რაც პროტოკოლშია გაწერილი.

„ვირუსის გავრცელების კუთხით ბოლო დღეებში ფიქსირდება სტაბილიზაცია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ლეტალობის კლების მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, ვინაიდან, ეს არის ის შემთხვევები, რომელიც ჯამურადაა დამდგარი. ამ ეტაპისთვის მაქსიმალურად გვყავს კლინიკური ჯგუფი გაძლიერებული. თენგიზ ცერცვაძე, ინეზა სულამანიძე და მარინა ეზუგბაია მუდმივ რეჟიმში იმყოფებიან კლინიკებში, სპეციალური გრაფიკი აქვთ გაწერილი, რის შედეგადაც კვლავ აზუსტებენ მკურნალობის ხარისხის იმ სტანდარტებს, რაც პროტოკოლითაა მოთხოვნილი. ამასთან დაკავშირებით გვაქვს მოლოდინი, რომ ლეტალობის მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს მსოფლიოსგან გამოარჩევს და არის 1.32, შევძლებთ გავაუმჯობესოთ. თუმცა შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ჩვენი მოლოდინი არის ლეტალობის მაჩვენებელთან დაკავშირებით ნეგატიური, ანუ, ჯერჯერობით კლებას არ ველით“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, მინისტრმა უპასუხა კითხვას, იგეგმება თუ არა „სინოფარმის“ დამატებითი დოზების შემოტანა იმის გამო, რომ მასზე რეგისტრაცია უკვე იზღუდება. ტიკარაძის განმარტებით, ხელმისაწვდომია ალტერნატიული, აბსოლუტურად იდენტური ვაქცინები.

„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რაოდენობით სხვა ალტერნატიული ვაქცინებიც და მნიშვნელოვანია, ყველა ვაქცინის თანაბარი მოხმარება მოხდეს. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში მოხდება დამატება, თუმცა ამ ეტაპზე მოქალაქეებს აქვთ ალტერნატიული, აბსოლუტურად იდენტური ვაქცინები, თუნდაც „სინოვაკი“ და მათ აქვთ ხელმისაწვდომობა ამ ვაქცინაზე“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს