პრემიერი - ყველა იმ სიბინძურის მიუხედავად, რომელიც სააკაშვილმა გვარამიას მეთაურობით აწარმოა, მათი ცილისმწამებლური კამპანია დასრულდა კრახით, რადგან სიმართლე ჩვენ მხარესაა

მიუხედავად ყველა იმ სიბინძურის, ცილისწამებისა და კამპანიებისა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ტელევიზიებმა აწარმოეს გვარამიას მეთაურობით ეკლესიის, პატრიარქის, სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიციის, ჯარის წინააღმდეგ, მათი ეს მცდელობა დასრულდა კრახით და ყოველთვის კატასტროფული კრახით დასრულდება, იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენ მხარეს, ხალხის მხარეს არის სიმართლე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხობის მერობის კანდიდატის, დავით ბუკიას წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფალის ერთ-ერთი პირველი ვალდებულება და პასუხისმგებლობა არის საკუთარი ტერიტორიების, ხალხის დაცვა მტრისგან.

„როცა ამას ვერ ახერხებს ხელისუფლება და როცა თავისი უგუნურებით და გაუთვლელობით თავიდან ვერ აარიდებს ამ უმძიმეს პროვოკაციას, ამ ადამიანს, უბრალოდ, არ აქვს არც მორალური და არც არანაირი უფლება, რომ არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე იფიქროს და ილაპარაკოს, არამედ მას და მის გუნდს უფლება არ აქვს, რომ დარჩეს პოლიტიკაში. აი, ამას უნდა მივაქციოთ ჩვენ (ყურადღება), ასეთი კრიტიკული უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება, რომ არავის, არასდროს აღარ მივცეთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის უფლება. ჩვენმა წინაპრებმა გმირულად, თავგანწირვითა და თავდადებით მოიტანეს ჩვენი სამშობლო, ათას და მილიონობით ქარტეხილს გაუძლო ჩვენმა ერმა, ამ ათას ბრძოლაში გამობრძმედილი ხალხი დღემდე მოვიდა, მოიტანა ის მიწა-წყალი და ტერიტორია, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია - მთავარი, ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი ინსტიტუტები, ოჯახის ინსტიტუტი, ყველა ის ფასეულობა და ტრადიცია, რომელიც ჩვენ იდენტობას გამოკვეთს და ამით გამოგვარჩევს სხვა ერებისგან. როცა ამას მიზანმიმართულად ებრძვი, როცა მიზანმიმართულად ებრძვი ეკლესიას, პატრიარქს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას, ჯარს, სასამართლოს, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამის უკან ერთადერთი მიზანი დგას, რომ მიზანმიმართულად დაანგრიონ ყველა ინსტიტუტი და არცერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის და ხალხის მტრობაა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა