მიხეილ სარჯველაძე - საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში გავრცელებული დაავადება ლოკალიზებული იქნება და დამატებითი საფრთხეების გაჩენის მიზეზი არ იარსებებს

გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში გავრცელებული ეს დაავადება ლოკალიზებული იქნება და დამატებითი საფრთხეების გაჩენის მიზეზი არ იარსებებს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ მსჯავრდებულების ინფიცირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა პატიმრების ვაქცინაციის მიმართულებით.

,,განსაკუთრებული ყურადღებით თვალს ვადევნებთ პროცესებს, იქ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ანტიპანდემიური აქტივობები და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მათ შორის პატიმრების ვაქცინაციის მიმართულებით. პროცედურები, რომელიც გავრცელების რისკებთან არის დაკავშირებული, ასევე ზედმიწევნით კარგად სრულდება. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, რაც განგაშის მიზეზს წარმოშობს და განაპირობებს. თუმცა, პანიკის არავითარი მიზეზი არ არსებობს, არც შემდგომი გავრცელების დრამატულ სცენარებზე შეიძლება საუბარი. მოცემულ შემთხვევაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და გვაქვს საფუძველი ვთქვათ, რომ ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში გავრცელებული ეს დაავადება იქნება ლოკალიზებული და დამატებითი საფრთხეების გაჩენის მიზეზი არ იარსებებს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, პენიტენციურ სისტემაში ბოლო სამი დღის განმავლობაში კოვიდინფექცია 18 მსჯავრდებულს დაუდასტურდა. როგორც “ინტერპრესნიუსს“ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათივე ინფორმაციით, გავრცელებულ ინფორმაცია ქსნის N15 დაწესებულებაში არსებულ კოვიდვითარებასთან დაკავშირებით არის სიცრუე, ვინაიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში კოვიდ 19-ის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო