მიხეილ სარჯველაძე - ცვლილებები, რომელიც ბოლო ხანებში საარჩევნო კანონმდებლობაში შევიდა, ერთჯერადი არ არის - ეს საკმაოდ სტაბილური, კარგი ცვლილებაა

ცვლილებები, რომელიც ბოლო ხანებში საარჩევნო კანონმდებლობაში შევიდა, ერთჯერადი არ არის. ეს საკმაოდ სტაბილური, კარგი ცვლილებაა, - ასე შეაფასა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” განცხადება, რომელთა აზრით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს სტაბილური, მდგრადი საარჩევნო კანონმდებლობის ჩამოყალიბებას.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ცვლილებები საკმაოდ ფართო კონსენსუსით არის მიღებული.

მისივე შეფასებით, კანონმდებლობა სრულფასოვანია და ამ თვალსაზრისით არავითარი პრობლემა მომავალ არჩევნებს არ შეექმნება.

„ჩვენმა საარჩევნო კანონმდებლობამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ამ ცვლილებების დაწუნების მიზეზი ნამდვილად არ არსებობს. რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივებს, არ მგონია, რომ განსხვავებული, ახალი იდეები და ინიციატივები ამ წინასაარჩევნო პერიოდში მოსწრებადი იყოს. სამომავლოდ ამაზე არსებობს არაერთი ფორმატი, არაერთი შესაძლებლობა და მექანიზმი, რომ ეს საკითხი სადისკუსიოდ იქცეს, მაგრამ ამ წუთას რომ ამის მწვავე აუცილებლობა არ არსებობს, ეს ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას. ასევე, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ეს დამატებითი ახალი ინიციატივები და მოსაზრებები, რომელიც წარმოდგენილია, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ჩვენი არსებული საარჩევნო სისტემისა და კანონმდებლობის რაიმე ფორმით წუნი. ამ თვალსაზრისით კანონმდებლობა სრულფასოვანია და არავითარი პრობლემა მომავალ არჩევნებს არ გააჩნია. სამომავლოდ, თუ იქნება ამ თემაზე დისკუსია ან მოსაზრებების გაცვლა, ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ არა ამ კონკრეტულ არჩევნებთან მიმართებით“,-განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს სტაბილური, მდგრადი საარჩევნო კანონმდებლობის ჩამოყალიბებას, რაც კიდევ ერთხელ ავლენს „საარჩევნო კოდექსის“ ფუნდამენტური რეფორმის გაგრძელების საჭიროებას. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, კანონში არ აისახა გარკვეული თემები, რომელთა შეცვლაც აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის და სხვა რეგულაციების გასაუმჯობესებლად.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა