იაგო ხვიჩია - მაკროფინანსური დახმარების შეწყვეტის რეალური შანსი არსებობს - გასაგები მოწოდება იყო, რომ ვისაც ხელი აქვს მოსაწერი მიშელის შეთანხმებაზე, მოაწეროს, ვისაც შესასრულებელი აქვს, შეასრულოს

გასაგები მოწოდება იყო როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის მიმართ, რომ ვისაც ხელი აქვს მოსაწერი მიშელის შეთანხმებაზე, მოაწეროს, ვისაც შესასრულებელი აქვს, შეასრულოს,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მაკროფინანსური დახმარების მიღებას საფრთხე ემუქრება.

"სამწუხაროდ, მაკროფინანსური დახმარების შეწყვეტის რეალური შანსი არსებობს, თუ საქართველოს ხელისუფლება გონს არ მოეგება. მე ვიცი, რომ მაკროფინანსურ დახმარების მიღებასა და 19 აპრილის შეთანხმებას შორის კავშირი არსებობს, რამდენად განმსაზღვრელი იქნება ეს კავშირი და სხვა გარემოებები არ მოახდენენ გავლენას, მე არ ვიცი, მაგრამ მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ძალიან გასაგები მოწოდება იყო როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ, რომ დოკუმენტს პატივი სცენ, ვისაც ხელი აქვს მოსაწერი მოაწერონ, ვისაც შესასრულებელი აქვს, შეასრულოს,"- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისათვის, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეხვედრაზე მაკროფინანსური დახმარების საკითხზე იყო საუბარი. მათი თქმით, თუ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შესრულდება, საქართველო დახმარებას ვერ მიიღებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა