ლანა გალდავა - პატიმრებისთვის, რომლებიც COVID 19-ის მიმართ მოწყვლად ჯგუფებად ითვლებიან, საჭიროა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების და ჯანდაცვის კომისიების სწრაფი ამოქმედება

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლანა გალდავას განცხადებით, იმ პატიმრებისთვის, რომლებიც COVID 19-ის მიმართ მოწყვლად ჯგუფებად ითვლებიან, საჭიროა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების და ჯანდაცვის კომისიების სწრაფი ამოქმედება, რომლებიც აღნიშნული პატიმრების მდგომარეობას განიხილავენ და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

მისივე თქვით, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ფსიქოლოგების ჩართვაა აუცილებელი.

„ჩემი ინფორმაციით, პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდი გავრცელდა. ჯერ კიდევ შარშან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა ხელისუფლებებს მოუწოდა იმ პირების გათავისუფლების საკითხებისთვის გადაეხედათ, რომლებიც COVID19-ის მიმართ მოწყვლად ჯგუფებად ითვლებიან, ესენია ხანდაზმული პატიმრები და პირები, ვისაც სხვადასხვა სახის დაავადება აქვთ. ასევე, მსუბუქი დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ქალი პატიმრების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმრებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის სპეციფიკურ მოთხოვნებს. დღეის მდგომარეობით, საჭიროა სწრაფად ამოქმედდეს პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების და ჯანდაცვის კომისიები, რომლებიც განიხილავენ ზემოაღნიშნული კატეგორიის მსჯავრდებულების მდგომარეობას და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ასევე, მსჯავრდებულთა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, რასაც ემატება ორწლიანი სრული იზოლაცია, საჭიროა პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების დახმარების საკითხში ჩაერთონ ფსიქოლოგები”, - განაცხადა ლანა გალდავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა