კობა კობალაძე ვეტერანთა რეადაპტაციისა და რეაბილიტაციის ცენტრს ესტუმრა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე უკრაინაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ამჯერად, მასპინძელთა მიწვევით, იგი ვეტერანთა რეადაპტაციისა და რეაბილიტაციის ცენტრ Yarmiz-ს („იარმიზს“) სტუმრობდა.

მათივე ინფორმაციით, ცენტრი ომის ვეტერანებისა და მოხალისეთა ინიციატივით, 2019 წელს დაარსდა.

„ცენტრი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილეთა და მათი ოჯახის წევრთა, ასევე, ომში დაღუპულთა ოჯახების ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარებას, მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას ემსახურება, რათა საზოგადოებაში მათ რეინტეგრაციას შეუწყოს ხელი. ამ მიზნით, ცენტრის მესვეურებს, მრავალმხრივი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროგრამები აქვთ შემუშავებული.

ცენტრის დირექტორმა, ევგენია გუბსკამ, კობა კობალაძეს გააცნო ყველა ის პროექტი, რომლებიც ვეტერანთა რესოციალიზაციის და მათში ომის შემდგომი სინდრომის დასაძლევად ხორციელდება. უკრაინულმა მხარემ გამოთქვა სურვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, ქართველი ვეტერანებისათვის შეიმუშავოს კულტურული და სპორტული პროგრამები, დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები.

ევგენია გუბსკამ კობა კობალაძეს მსგავსი სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნაში მაქსიმალური თანადგომა აღუთქვა და უცხოელ პარტნიორებთან შუამავლობას დაჰპირდა. მან ასევე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. ამ მიზნის განსახორციელებლად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

კობა კობალაძე, უკრაინაში, უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრის, გენერალ-მაიორ იულია ლაპუტინას ოფიციალური მიწვევით იმყოფება. სამსახურის დირექტორი უკრაინის ვეტერანთა IV საერთაშორისო ფორუმს "უკრაინა არის იქ, სადაც ვართ ჩვენ“დაესწრო, რომელიც, წელს, უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავს მიეძღვნა“, - აღნიშნულია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს