კობა კობალაძე ვეტერანთა ჰაბს ესტუმრა

უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ- მაიორი კობა კობალაძე ვეტერანთა ჰაბს ესტუმრა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ვეტერანთა ჰაბის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, არტემ დენისოვი, სტუმარს ესაუბრა ჰაბის მნიშვნელობასა და ყველა იმ პროგრამაზე, რომელთა განსახორციელებლადაც ჰაბის მესვეურები ძალისხმევას არ იშურებენ.

„ჰაბი შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაცია IREX -ის მიერ ვეტერანთა რეინტეგრაციის პროგრამის განხორციელების შედეგად და ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადური ორგანიზაციის თანადგომით. მის დაარსებაში, წვლილი მიუძღვით ასევე, ოლენა და ვიქტორ პინჩუკების ფონდსა და არასამთავრობო ორგანიზაციას ‘’პობრატიმი’’. ჰაბი შექმნის მიზანი ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა, საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილეთა, ეროვნული გვარდიის წევრთა და მოხალისეთა, სამხედრო სამედიცინო პერსონალისა და მათი ოჯახის წევრთა, ომში დაღუპულთა და სამხედრო ტყვეთა ოჯახების თანადგომა გახლდათ. პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდი, რომელიც აერთიანებს ადვოკატებს, ფსიქოლოგებს, კონსულტანტებს სამსახურის მაძიებელთა დასახმარებლად, ქმნის ოჯახურ გარემოს, სადაც ბენეფიციარები თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ; სადაც ომგამოვლილი ადამიანების ესმით და ეხმარებიან პრობლემების გადაჭრაში; პირველ ყოვლისა კი, ეს დახმარება საკუთარი თავისა და ძალების რწმენას გულისხმობს.

ჰაბის სათაო ოფისი კიევში მდებარეობს და იქ, ერთდროულად, სხვადასხვა ღონისძიებებისთვის, 400 ვეტერანის მიღებაა შესაძლებელი. ვეტერანებს ეძლევათ შესაძლებლობა, მოუსმინონ ლექციებს სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, დაისვენონ, ჰაბის მესვეურებთან ერთად, დაგეგმონ სხვადასხვა აქტივობები, შეიმუშაონ სამომავლო მუშაობის გეგმები და პროგრამები. დაგეგმონ შეხვედრები, უფასოდ ისარგებლონ ინტერნეტით და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზებით. ჰაბს აქვს რამდენიმე ოფისი უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში და ასევე, ე.წ. ‘’მობილური ოფისი’’, რომელიც ადგილებზე უწევს დახმარებას იმ ბენეფიციარებს, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვს.

შეხვედრაზე, კობა კობალაძემ გამოითქვა სურვილი საქართველოში მსგავსი ჰაბის გახსნისა, რაშიც, უკრაინული მხარე, თანადგომისთვის, მზადყოფნას გამოთქვამს. საუბარი შეეხო, ასევე, ქართველი ვეტერანებისათვის სპეციალური პროგრამების შემუშავებას, ერთობლივი ძალისხმევით.

კობა კობალაძე, უკრაინაში, უკრაინის ვეტერანების საქმეთა მინისტრის, იულია ლაპუტინას ოფიციალური მიწვევით იმყოფება. სამსახურის დირექტორი უკრაინის ვეტერანთა IV საერთაშორისო ფორუმს "უკრაინა არის იქ, სადაც ვართ ჩვენ“ დაესწრო, რომელიც, წელს, უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლისთავს მიეძღვნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა