ცესკო-ს თავმჯდომარე - საარჩევნო ადმინისტრაცია არ წარმოადგენს ორგანოს, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნების გადადება-არ გადადებაზე, თუმცა, თუ იქნება ასეთი გადაწყვეტილება, კანონმდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ

საარჩევნო ადმინისტრაცია არ წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება არჩევნების გადადება-არ გადადების თაობაზე, თუმცა, თუ იარსებებს ასეთი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონმდებლობის შესაბამისად, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის პირობებში, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, წინა წლის არჩევნებიდან გამომდინარე, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას დაუგროვდა გამოცდილება, ამომრჩევლისთვის ასეთი უსაფრთხო გარემო უზრუნველყოს.

„პირველ რიგში საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ 2 ოქტომბერს შევძლოთ საქართველოს ყველა ამომრჩეველს მოვემსახუროთ და შევთავაზოთ ისეთი სერვისი, რომელიც მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ არჩევნებში თავიანთი ნება გამოხატონ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში. ჩვენ გასული წლიდან გამომდინარე, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა. მოგეხსენებათ, რომ პანდემია კვლავ წარმოადგენს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, თუმცა, ამ გამოწვევის საპასუხოდ ვახორციელებთ არაერთ აქტივობას, არაერთ მნიშვნელოვან საქმიანობას იმისთვის, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღეს შევძლოთ, მივიდეთ ისე მომზადებულები და მობილიზებულები, რომ ამომრჩეველს და კენჭისყრის შენობაში მყოფ ჩვენ საარჩევნო ადმინისტრატორებს, დამკვირვებლებს, მედია საშუალებების წარმომადგენლებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ჰქონდეთ, როგორც მუშაობის უსაფრთხო გარემო, ასევე ამომრჩევლებს ნების გამოხატვის უსაფრთხო გარემო, ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. რაც შეეხება გადადება-არ გადადების საკითხს, საარჩევნო ადმინისტრაცია არ წარმოადგენს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, გადადება არ გადადების თაობაზე, თუმცა, თუ იარსებებს ასეთი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონდებლობის შესაბამისად“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა