თენგიზ ცერცვაძე - ვიდრე „დელტა“ შტამი გავრცელდებოდა, მანამდე ორსულებს შორის სიკვდილიანობა ნაკლები იყო - ორსულებში „დელტა“ შტამი უფრო აგრესიულია

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილია სპეციალური გუნდი, რომლებიც სპეციალურად ფოკუსირებული იქნებიან ორსული კოვიდპაციენტების მართვაზე.

„სერიოზული პრობლემაა დღეს ორსულებს შორის გარდაცვალების შემთხვევები. რამდენადაც ვიცი, 13 ორსულია გარდაცვლილი. სანამ „დელტა“ შტამი გავრცელდებოდა, მანამდე ორსულებს შორის სიკვდილიანობა ნაკლები იყო. ორსულებში „დელტა“ შტამი უფრო აგრესიულია, უფრო მძიმეა, მაგრამ რამე განსაკუთრებული მოულოდნელობა არაა, როცა არის ქვეყანაში გარდაცვალების 7 ათასი შემთხვევა, ორსულიც ადამიანია, 13 გარდაცვლილ ორსულს, სამწუხაროდ, ვერ ავიცილებდით თავიდან.

რა თქმა უნდა, ორსული უფრო მოწყვლადია, მას უფრო მეტი აქვს დამძიმების რისკები, თვითონ ორსულობა გარკვეული ძვრებს იწვევს ორგანიზმში, იმუნურ სისტემაში, თავად ორსულობა დატვირთვაა ორგანიზმის, ცნობილია, რომ ნებისმიერი თანმხლები დაავადებებით ან დატვირთვების მქონე პაციენტებში დაავადება უფრო მძიმედ ვითარდება. სწორედ ამიტომ მყისიერად გააკეთა ჯანდაცვის სექტორმა რეაგირება და შექმნილია სპეციალური გუნდი, სპეციალური სამსახური ინფექციონისტების, რეანიმატოლოგების და მეანგინეკოლოგების მონაწილეობით, რომლებიც სპეციალურად ფოკუსირებული არიან ორსული კოვიდპაციენტების მართვაზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა