მარიამობასთან დაკავშირებით, პატიმრებს საჩუქრად 15-წუთიანი უფასო სატელეფონო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით და პარტნიორი სატელეფონო კომპანიის მხარდაჭერით, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს 15-წუთიანი უფასო სატელეფონო სასაუბრო დრო დაუფინანსდათ. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დღეიდან უკვე საშუალება აქვს 15-წუთიანი უფასო სატელეფონო კომუნიკაციით ისარგებლოს.

სატელეფონო სასაუბრო დროის დაფინანსებით, ნაწილობრივ მოხდება მსჯავრდებულებისთვის გარესამყაროსთან იმ კომუნიკაციის დეფიციტის კომპენსირება, რაც კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ხანგრძლივი პაემნების აკრძალვამ შეუქმნა.

აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ სისტემაში მყოფი ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის სატელეფონო ლიმიტები პატიმრის საშიშროების რისკისა და პენიტენციური დაწესებულების ტიპის შესაბამისად არის დაწესებული.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ულოცავს მარიამობის დღესასწაულს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა