ოთარ შამუგია - დასეტყვილი ყურძნის ჩასაბარებლად ყველა ღონისძიება უკვე გატარებულია, 3 საწარმო შეუფერხებლად იღებს დაზიანებულ მოსავალს

დასეტყვილი ყურძნის ჩასაბარებლად ყველა ღონისძიება უკვე გატარებულია, 3 საწარმო შეუფერხებლად იღებს დაზიანებულ მოსავალს,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ოთარ შამუგიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მევენახეების უპირველესი თხოვნა იყო, რომ სახელმწიფო მათ დასეტყვილი ყურძენის ჩაბარებაში დახმარებოდა.

„დასეტყვილი ყურძნის ჩასაბარებლად ყველა ღონისძიება უკვე გატარებულია. ჩვენ გუშინვე გავხსენით 3 საწარმო ყვარელის, გურჯაანის და თელავის რაიონში, რომელიც შეუფერხებლად იღებს დასეტყვილ ყურძენს. ფასი რქაწითელის შემთხევაში 80 თეთრია, ხოლო საფერავის - 1 ლარი”, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ფართობები, სადაც 100 % -ით დაზიანებულია ვენახი და მოსავლის აღება ვერ ხდება, სახელმწიფოს გადაწვეტილებით, მევენახე ფერმერები 3000 ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ. როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის განვითარების სააგენტო ასევე აქტიურად მუშაობენ სადაზღვევო კომპანიასთან, კოორდინირებულად ხდება იმ ფართობებზე ზარალის ოდენობის დადგენა, რომელიც დაზღვეულია, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ანაზღაურება.

ცნობისთვის, 26 აგვისტოს, ძლიერმა სტიქიამ კახეთის რეგიონში, დაახლოებით 24 სოფელში, 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. სახელმწიფო საწარმომ „მოსავლის მართვის კომპანია" სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება 27 აგვისტოდან დაიწყო და 3 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს