ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება გახდა. ამის შესახებ ჰოსპიტლის კოვიდ-დეპარტამენტის კოორდინატორმა, მერაბ ჩიქოვანმა განაცხადა.

ამასთან, ჩიქოვანის თქმით, ამ დროისთვის პოსპიტალში 87 პაციენტი მკურნალობს.

„ზოგადი მდგომარეობის გაუარესების გამო 2 პაციენტის სხვა პროფილურ სტაციონარებში გადაიყვანეს, ასევე გაეწერა 2 პაციენტი, 1 პაციენტი გარდაიცვალა. დღეს შეიძლება მოხდეს რამდენიმე პაციენტის რეფერირება, 3 პაციენტი გვყავს ჰაიფლოუს(მაღალი ნაკადის) ჟანგბადის აპარატზე და მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.

პაციენტის, რომელიც გარდაიცვალა, სხვა კლინიკაში გადაყვანა დღის წესრიგში არ დამდგარა. აღნიშნულ პაციენტთან დაფიქსირდა გულის გაჩერება, დაუყოვნებლივ მოხდა პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების დაწყება, თუმცა გულის რიტმის ამუშავება ვერ მოხერხდა. პაციენტი იყო საშუალო სიმძიმის, 1945 წელს დაბადებული მამაკაცი, იმყოფებოდა ჰაიფლოუს სისტემის აპარატზე.

გარდაცვლილი მამაკაცი ვაქცინირებული არ იყო“, - განაცხადა ჩიქოვანმა და აღნიშნა, რომ პაციენტს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა