სამტრედიაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა

სამტრედიაში წინასაარჩევნო მარათონმა სტარტი აიღო. მმართველი პარტიის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ, - ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი თქმით, დღეს, მერობის კანდიდატი, დავით ბახტაძე, რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩების მოსახლეობას საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან, ზაზა ადეიშვილთან და დავით ჯანელიძესთან ერთად შეხვდა.

„ადგილობრივებისთვის ჩვენი გუნდის ხედვებისა და პრიორიტეტების გაცნობა საერთო ინტერესის სფეროა. დღევანდელი შეხვედრა ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში შედგა. ურბანული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტი ფართომასშტაბიანია და განვითარება გრძელდება. ვხედავთ, როგორია ტემპი და ეს ყვალაფერი ჩვენი ქალაქის განვითარების საწინდარია. შეხვედრების ფორმატი უშუალოა. აქ ჩემს შვილთან ერთად ვარ და ჩემთვის მნიშვნელოვანია მომავალზე ზრუნვა. მოსახლეობა თავის საჭიროებებზე ღიად საუბრობს. ერთად ვმსჯელობთ არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ სტაბილური მომავალი ჩვენი შვილებისთვის. ამომრჩევლის ნდობის მაქსიმალური გამართლება ჩემი თვითმიზანია“, - აღნიშნა სამტრედიის მერობის კანდიდატმა, დავით ბახტაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს