სერგო ჩიხლაძე - 30 აგვისტოს ჩვენი საარჩევნო კამპანია გაიხსნება - „მესამე ძალა“ გააკეთებს პოლიტიკურ განაცხადს

30 აგვისტოს „მესამე ძალა“ პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს, სადაც მისი პოლიტიკური გზავნილები გაჟღერდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

სერგო ჩიხლაძის თქმით, ხვალ ფაქტობრივად დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია.

„30 აგვისტოს ჩვენი საარჩევნო კამპანია გაიხსნება. „მესამე ძალა“ გააკეთებს პოლიტიკურ განაცხადს და ზუსტად 30 აგვისტოს გახდება ცნობილი რა პოლიტიკური კონფიგურაციითა და გზავნილებით წარსდგება „მესამე ძალა“ საზოგადოებისა და ამომრჩევლის წინაშე. ფაქტობრივად დაიწყება წინასაარჩვენო კამპანია, რასაც შემდეგ დღეებში საარჩევნო პროგრამის და სხვადასხვა რეგიონში მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების წარდგენა მოჰყვება“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო