ამირან გამყრელიძის განცხადებით, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია წინასაარჩევნოდ მოსახლეობას აცრის სარგებლიანობის შესახებ უნდა ესაუბრებოდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია წინასაარჩევნოდ მოსახლეობას აცრის სარგებლიანობის შესახებ უნდა ესაუბრებოდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამყრელიძემ განუცხადა, ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი მარაგია.

„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტია იქნება, წინასაარჩევნო აგიტაციის თუ კამპანიის პროცესის დროს, ყველაზე მთავარი გზავნილი მოსახლეობისადმი უნდა იყოს - აცრა, რომელმაც უნდა დაამთავროს პანდემია. ამიტომ, ყველა პოლიტიკოსმა საუბარი უნდა დაიწყოს აცრით, რომ აცრა იცავს ადამიანებს ჰოსპიტალიზაციისგან, რეანიმაციისგან, სიკვდილისგან, ამიტომ, ყველა ადამიანი წავიდეს და აიცრას. ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით ვაქცინაა“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ასევე კარგი ინიციატივაა ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყვნენ ცნობილი ექიმები, რომლებიც საზოგადოებას ვაქცინაციის შესახებ ზუსტ ინფორმაციას მიაწვდიან.

„ასევე ძალიან კარგი ინიციატივაა ის, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, შეხვედრების მიმდინარეობისას იყვნენ ცნობილი ექიმები, ვისიც ხალხს სჯერა, რომლებიც ძალიან კარგად აუხსნიან მოსახლეობას, თუ რა არის აცრა, რა სიკეთე დევს იმუნიზაციაში, განსაკუთრებით კი, კოვიდის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა