აგვისტოში 200-ლარიანი კომპენსაცია უმუშევრად დარჩენილ 6979 მოქალაქეს დაერიცხა

მიზნობრივი, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული 200-ლარიანი კომპენსაცია აგვისტოს თვეში 6979 მოქალაქეს დაერიცხა, რომლებმაც სამსახური პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს.

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში 6 979 პირისთვის გაცემული 200- ლარიანი საკომპენსაციო თანხა 1 395 800 ლარს შეადგენს.

მათივე ცნობით, აღნიშნული კომპენსაციის გაცემა ვრცელდებოდა მხოლოდ უმუშევრად დარჩენილი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის განმავლობაში იანვრის თვის, საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა 106 389 პირს, 21 277 800 ლარის ოდენობით; თებერვლის - 140 029 პირს, 28 005 800 ლარის ოდენობით; მარტის - 130 683 პირს, 26 136 600 ლარის ოდენობით. აპრილის თვეს, 200 ლარიანი დახმარება დაერიცხა 120 496 პირს, 24 099 200 ლარის ოდენობით. რაც შეეხება მაისის თვეს - 109 086 პირს, 21 817 200 ლარის ოდენობით, ხოლო ივნისის თვის 200-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა 102 665 პირს, 20 533 000 ლარის ოდენობით. ივლისში კომპენსაცია ჩაერიცხა 22 789 პირს, 4 557 800 ლარის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან, დაქირავებით დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 200 ლარიან დახმარებას იღებდნენ. დამსაქმებლები, რომლებიც დარეგისტრირდნენ იანვარ-თებერვალში, მათ კომპანიებში დასაქმებული უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გაცემის 6- თვიანი ვადა აგვისტოს თვეში სრულად ამოიწურა,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს