ვახტანგ კალოიანი - აგვისტოში გარდაცვლილი 1500 ადამიანი ჩავარდნილი ვაქცინაციის და პოლიტიკური მოტივებით დანიშნული თუ მოხსნილი შეზღუდვების შედეგია

აგვისტოში გარდაცვლილი 1500 ადამიანი არის ჩავარდნილი ვაქცინაციის და პოლიტიკური მოტივებით დანიშნული თუ მოხსნილი შეზღუდვების ბრალი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

როგორც კალოიანი აღნიშნავს, კატასტროფული გარდაცვალების მიზეზი გაუმართავი ჰოსპიტალური სისტემისაც გახდა, რომელსაც არ ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან სათანადო მხარდაჭერა.

„აგვისტოში გარდაცვლილი 1500 ადამიანი არის შედეგი ჩავარდნილი ვაქცინაციის პროცესის, რომელიც ძალიან გვიან დაიწყო და არის შედეგი პოლიტიკური მოტივებით მოხსნილი ან დანიშნული შეზღუდვების, ასევე არის მიზეზი გაუმართავი ჰოსპიტალური სისტემის, რომელსაც არ ჰქონდა ხელისუფლებისგან არანაირი მხარდაჭერა, ისევე, როგორც მართვის მესიჯები და ტექნიკური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, ეს ყველაფერი არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ აგვისტოში დავკარგეთ 1500 ადამიანი“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო