კახა კალაძე და ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე მოსახლეობას შეხვდნენ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ და დედაქალაქის საკრებულოში ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ხელაძემ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრა ზღვისუბანში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე, ახლად რეაბილიტირებულ სკვერში გაიმართა. მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ადგილობრივებისგან რაიონში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია, მისი განვითარების შესახებ ხედვები და მოსაზრებები მოისმინეს. შეხვედრის მონაწილეებს კანდიდატებმა ასევე სამომავლო გეგმები გააცნეს.

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ყველას მადლობა მოგახსენოთ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ამ პატივისცემასა და სიყვარულს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. პირობას გაძლევთ, ამ ყველაფერს დავაბრუნებთ კარგი პროექტებითა და გაკეთებული საქმეებით, რითაც თითოეული თბილისელი, აქ ჩამოსული ადამიანი და თუნდაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე მოქალაქე იამაყებს. მომდევნო ოთხი წელი იქნება კიდევ უფრო აქტიური, უფრო მეტი პროექტის დაწყების შესაძლებლობის მომცემი, რასაც თქვენ თვითონაც დაინახავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრას კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

ზღვისუბანში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე, 7 400 კვ.მ. ფართობზე ახალი სკვერი მოეწყო. დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები, მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი და საპარკე ინფრასტრუქტურა; დაირგო ხე-მცენარეების 500-მდე ნერგი და მოეწყო ბალახის საფარი.

ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოების ღირებულება 510 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობამ განახორციელა.

აღნიშნულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა