ზაზა ვაშაყმაძე კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს ქართულ თეატრს ესტუმრა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს ქართულ სახელმწიფო თეატრს ეწვივნენ. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ თეატრის დათვალიერებისას ილია ჭავჭავაძის ბიუსტის რესტავრაციის საკითხი დააყენა.

„ალიბეგლოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართულმა თეატრმა ფუნქციონირება 1985 წელს დაიწყო და მის რეპერტუარში ქართველი და უცხოელი დრამატურგების ნაწარმოებები იყო.

სახელმწიფო აკადემიური თეატრის სტატუსის მინიჭებასთან ერთად, ალიბეგლოს თეატრს მოეხსნა ილია ჭავჭავაძის სახელი. ქართული მხარე წლებია აყენებს საკითხს თეატრისთვის ილია ჭავჭავაძის სახელის აღდგენისა და თეატრის გარკვეულ ნაწილში შესაბამისი პირობების შექმნის თაობაზე, რათა დასმა ფუნქციონირება დაიწყოს. რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ თეატრის დათვალიერებისას ილია ჭავჭავაძის ბიუსტის აუცილებელი რესტავრაციის საკითხი დააყენა.

დელეგაციასთან ერთად, ალიბეგლოს ქართულ თეატრში იმყოფებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, საქართველოს გენერალური კონსული ქ. განჯაში ნიკოლოზ იაშვილი, კახის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარი მამა პეტრე ხუმარაშვილი და საელჩოს თანამშრომლები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო