ირაკლი ქადაგიშვილი - „მესამე ძალაში“ ის ლიდერები არიან, რომლებიც მუდმივად ერთი პარტიიდან მეორეში გადადიოდნენ - მოსახლეობა ასეთ გადაჯგუფებაში ახალს ვერაფერს ხედავს

2 ოქტომბრის არჩევნების წინ ვაშაძეების გაერთიანება მესამე ძალა ვერანაირად ვერ იქნება - ეს არის უფრო სურვილის გაცხადება, ვიდრე რეალობა, რაც შეიძლება ამ არჩევნებზე მივიღოთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანება "მესამე ძალის" შექმნის დაანონსებას, სადაც "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეც იქნება.

მისი თქმით, ახალ გაერთიანებაში ის ლიდერები არიან, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" სახეები იყვნენ, ასევე პოლიტიკოსები, რომლებიც მუდმივად ერთი პარტიიდან მეორეში გადადიოდნენ, ამიტომ მოსახლეობა ასეთ გადაჯგუფებაში ვერაფერს ახალს ვერ ხედავს.

„საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მესამე ძალის შექმნის მცდელობა პირველი არ არის. ფაქტობრივად, ბოლო 20-30 წლის განმავლობაში, ამის მცდელობა რამდენჯერმე იყო, მაგრამ სამწუხაროდ, წარმატებით ვერც ერთხელ ვერ დასრულდა. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების წინ ეს გაერთიანება მესამე ძალა ვერანაირად ვერ იქნება იქიდან გამომდინარე, რომ არც შემადგენლობა, არც პოლიტიკური კურსი და არც სხვა პირობები არ გააჩნიათ, რომ მესამე ძალად ჩამოყალიბდნენ. ვფიქრობ, რომ ეს არის უფრო სურვილის გაცხადება, ვიდრე რეალობა, რაც შეიძლება ამ არჩევნებზე მივიღოთ. მესამე ძალა მართლა სიახლეს უნდა ნიშნავდეს, ამ შემთხვევაში, ის პოლიტიკური აქტორები გვყავს, ვინც იყვნენ "ნაციონალური მოძრაობის" მკაფიოდ გამოხატული სახეები და ლიდერები, ასევე ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მუდმივად ერთი პოლიტიკური ბანაკიდან მეორეში გადადიოდნენ. აქედან გამომდინარე, რაიმე სიახლეს როგორც ადამიანური, ასევე პოლიტიკური სიახლის შეთავაზების თვალსაზრისით მოსახლეობა ვერ ხედავს ამ გადაჯგუფება-გადმოჯგუფებაში. ეს გაერთიანება მესამე ძალა ვერ იქნება და ამას ერთი თვის თავზე ვნახავთ,“ - განახადა ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა