იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ახალშობილი, ან 3 და მეტი შვილი ჰყავთ, სესხის სუბსიდირების პროგრამა 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება

1-ლი სექტემბრიდან ძალაში შედის პროგრამა, რომელიც შეეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ახალშობილი ეყოლებათ, ან იმ ოჯახებისთვის, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ“,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული პროგრამა საშუალებას მისცემს ოჯახებს მათი კეთილდღეობა გაიზარდოს და საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესონ.

„პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ის პროგრამაც, რომელიც შეეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ახალშობილი ეყოლებათ, ან იმ ოჯახებისთვის, ვისაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ. პირველი სექტემბრის შემდეგ, ასეთ ოჯახებს, ვისაც სურვილი აქთ გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები და საცხოვრებელი ბინა შეიძინონ, შეუძლიათ მიაკითხონ ბანკებს და ისარგებლონ ჩვენი პროცენტის სუბსიდირების პროგრამით. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რომელიც საშუალებას მისცემთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა გაიზარდოს, საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესონ“,- აღნიშნავს თურნავა.

მისივე თქმით, 1-ლი სექტემბრიდან ძალაში შედის ის გადაწყვეტილებებიც, რომელიც დაანონსდა „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში.

„1-ლი სექტემბრიდან უკვე შეუძლიათ მეწარმეებს, მოსახლეობას, ვინც ბიზნესსაქმიანობაშია ჩართული მიაკითხონ, როგორც ჩვენს სააგენტოს, ასევე ბანკებს. ის საწარმოები, ვინც ჩართულები არიან საექსპორტო წარმოებაში, ან იმპორტის კონკურენტები არიან და იმპორტის ეტაპობრივ შემცირება-ჩანაცვლებას ემსახურებიან, თავისი ახალი პროგრამებისთვის მიიღებენ, როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, ასევე დაახლოებით 60%-ით თანაგარანტირებას გავუწევთ ბანკების წინაშე. ასევე ახალი კომპონენტია გრანტი, სესხის ოდენობის 5%-ის მოცულობა, რასაც მიიღებენ. ეს პროგრამა ემსახურება ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებას, იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას“,- აღნიშნავს თურნავა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა