თბილისში „ლელოს“ მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი - დედაქალაქს საქმეზე ორიენტირება აკლია, ჩვენ „თბილისის მარშალის“ არაჩვეულებრივი გეგმა გვაქვს

„თბილისს აკლია საქმეზე ორიენტირება, „ლელოს“ კი ყოველთვის გვაქვს გამოსავალი - ჩვენ „თბილისის მარშალის“ არაჩვეულებრივი გეგმა გვაქვს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც ბიბილაშვილმა აღნიშნა, საქართველოს და თბილისის ისტორიაში გარდამტეხი, რეფერენდუმის ხასიათის არჩევნები მოდის და ეს ადამიანებმა ნათლად უნდა დაინახონ.

„თბილისს აკლია საქმეზე ორიენტირება, „ლელოს“ კი ყოველთვის გვაქვს გამოსავალი. ჩვენი ხაზია ის, რომ სადღაც პრობლემა არსებობს, ყოველთვის ვაფიქსირებთ, თუ როგორ გამოვასწოროთ. „თბილისის მარშალის“ არაჩვეულებრივი გეგმა გვაქვს, რომელსაც სექტემბრის დასაწყისში საზოგადოებას წარვუდგენთ. ეს არჩევნები რეფერენდუმის ხასიათის მატარებელია. პირველი ამოცანა, რითიც ამ პროგრამის შედგენა დავიწყეთ იყო ის, რომ ვთქვით - ადამიანს ქალაქი უნდა დავუბრუნოთ. დღეს ქალაქში ადამიანის ფუნქცია ფაქტობრივად არ არსებობს, ერთი ადამიანი იღებს აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას. როგორი კომპეტენტურიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, ამ შემთხვევაში კალაძე იქნება თუ სხვა, ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება კარგი იქნება. ძალიან მნიშელოვანია, რომ საქმეში ბევრი პროფესიონალი იყოს ჩართული. თბილისს ისეთი პრობლემები აქვს, რომ ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს დეტალია, მაგრამ ვიღაცისთვის ყოველდღიურობაა.

ამ ქვეყნისთვის გარდამტეხი არჩევნებია, ეს უნდა მივიტანოთ და ნათლად დავანახოთ ადამიანებს. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ მოქალაქეები არჩევნებზე მოვიდნენ, რადგან ეს გარდამტეხი არჩევნებია საქართველოსა და თბილისის ისტორიაში“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა