ანა ბიბილაშვილი - ლორთქიფანიძის ქუჩაზე ახალმა მშენებლობამ ფაქტობრივად საძირკველი გამოუთხარა იმ სახლს, სადაც 90 ოჯახი ცხოვრობდა

თბილისში „ლელოს“ მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ლორთქიფანიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობასთან იმყოფებოდნენ, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებმა საფრთხე შეუქმნა იქ უკვე არსებულ შენობა-ნაგებობებს.

ანა ბიბილაშვილის განცხადებით, მშენებლობამ სახლს, სადაც 90 ოჯახი ცხოვრობს, ფაქტობრივად ძირი გამოუთხარა და „მოსახლეობას საკუთარი სახლების დატოვება მოუხდა“.

ამასთან, როგორც მერობის კანდიდატი აღნიშნავს, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ქალაქმა უნდა მიიღოს, ადამიანს უნდა ემსახურებოდეს“.

„დღეს ვართ ლორთქიფანიძის ქუჩაზე, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ახალი მშენებლობის გამო დიდი საფრთხე შეექმნა არსებულ შენობა-ნაგებობას. დაზიანდა უკვე არსებული შენობა-ნაგებობა და ახალმა მშენებლობამ ფაქტობრივად გამოუთხარა საძირკველი იმ სახლს, სადაც 90 ოჯახი ცხოვრობდა. ადამიანებს მოუხდათ საკუთარი სახლების დატოვება იმის გამო, რომ საფრთხეს გრძობდნენ.

ლორთქიფანიძის ქუჩა შევარჩიეთ არა მხოლოდ ამ შემთხვევის გამო, არამედ იმიტომ, რომ თბილისში ის ქაოტური მშენებლობები, რაც მიმდინარეობს, არის ანალოგი იმისა, რასაც ამ ქუჩაზე ვხედავათ და იმ საფრთხის ანალოგი, რაშიც დღეს მთელი ქალაქია. არასწორი, არაგეგმაზომიერი გადაწვეტილებებია - ეს არ არის მდგრადი განვითარება.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ თბილისი ყოველწლიურად დაახლოებით 2 მლნ კვადრატულ მეტრზე გასცემს მშენებლობის ნებართვას. დავსვათ კითხვა - ამ 2 მლნ კვადრატული მეტრიდან რამდენი შენობა არის უსაფრთხო. დღეს მივიღეთ ქალაქი, სადაც ადამიანები საკუთარ სალხში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ, ასეთი მაგალითები გვაქვს მთელ თბილისში“,- განაცხადა ბიბილაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა