ვაქცინაციის პროცესში 16-დან 18 წლამდე მოზარდების ჩართვა საკმაოდ აქტიურია. რაც შეეხება 12 წლის ზემოთ ბავშვთა ასაკის ვაქცინაციას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა მიდის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, 12 წლის ზემოთ ბავშვთა ვაქცინაციასთან დაკავშირებით ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდება.
„16-დან 18 წლამდე ჩართვა საკმაოდ აქტიურია. ზუსტი ციფრი დაავადებათა კონტროლის ცენტრს შეუძლია მოგაწოდოთ. რაც შეეხება 12 წლის ზემოთ ბავშვთა ასაკის ვაქცინაციას, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით მსჯელობა მიდის, ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე დაიწყო. აშშ-ში, კანადაში ამ ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინით მიმდინარეობს. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს“, - განაცხადა გაბუნიამ.