თამარ გაბუნია - ჩვენი მოლოდინიც ასეთია, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, თუმცა მანამდე საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა მოგვიწევს

ჩვენი მოლოდინიც ასეთია, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, თუმცა მანამდე საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა მოგვიწევს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის პიკი გარკვეულწილად გადავლილია და ახლა დაღმასვლის ეტაპი უნდა დაიწყოს.

„არის გარკვეული სტაბილიზაციის ნიშნები. ჩვენ გარკვეულწილად პიკი გადავიარეთ და ახლა დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, მაგრამ მთავარია ის, თუ რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა. ის პრევენციული ღონისძიებები, რომელიც აქამდე გვქონდა გატარებული, ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია. დაახლოებით 2 კვირა არის ის პერიოდი, როდესაც შემთხვევების სტაბილიზაციას, შემდეგ უკვე გარდაცვალების სტაბილიზაცია მოჰყვება. ჩვენი მოლოდინიც ასეთია, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, თუმცა, მანამდე საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა მოგვიწევს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს