„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ბიზნეს სექტორში დასაქმებულ პირებს დროული ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ კიდევ ერთხელ ეხმაურება ვაქცინაციის პროცესის დაჩქარების აუცილებლობას და მორიგ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნეს სექტორში დასაქმებულ ადამიანებს დროული ვაქცინაციისკენ, რადგან ვაქცინაცია არის ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლის გადარჩენის და კოვიდპანდემიის დასრულების ერთადერთი რეალური გზა.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვაქცინაციის გარეშე ქვეყანა ვერ შეძლებს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას და, შესაბამისად, დიდი ხნით მოგვიწევს საუბარი ეკონომიკური ხასიათის პრობლემებზე და კომპანიების გაუარესებულ ფინანსურ მდგომარეობაზე. ასევე, პრობლემას წარმოადგენს სრულფასოვანი განათლების მიღების უფლების შეზღუდვა, რაც უმნიშვნელოვანესი პრობლემაა სკოლის მოწაფეებისა და სტუდენტებისათვის.

ამასთან, ვაქცინაციის ყოველდღიურად მზარდი რიცხობრივი მაჩვენებლები იმედს იძლევა, რომ ჩვენი ქვეყანა მოკლე ვადაში შეძლებს არსებული რთული ვითარების გადალახვას და ნორმალიზაციისკენ წასვლას.

ბიზნეს სექტორისთვის ყოველი ახალი შეზღუდვა, ბუნებრივია, გულისხმობს სოლიდურ ეკონომიკურ ზარალს, თუმცაღა, აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფასდაუდებელია ადამიანის სიცოცხლე და თითოეული ადამიანის გადასარჩენად საზოგადოება ვალდებულია ნებისმიერი ფასი გაიღოს. დღეისათვის ამ ვალდებულების შეგნებულად და წესიერად შესრულებას კი მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი მარტივი რამ, ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრების, ახლობლებისა თუ ნაცნობების სწრაფი ვაქცინაცია სჭირდება.

აქვე მივესალმებით, ცალკეული კომპანიების წამახალისებელ თუ სხვა ტიპის აქციებს, რომლებიც ემსახურება თანამშრომელთა სწრაფი ტემპებით ვაქცინაციას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მომდევნო დღეებში ვაქცინაციის მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, შექმნის უსაფრთხო გარემოს როგორც რისკ-ჯგუფებისთვის, ასევე საზოგადოების სხვა წევრებისათვის. მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევინარჩუნოთ ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე" - ნათქვამია „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა