თამარ გაბუნია - მნიშვნელოვანია, რომ ორსულების ვაქცინაცია აქტიური იყოს, ყველა ორსულს ვაქცინაციაზე ამომწურავი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, ტრენინგი დაწყებულია

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულების ვაქცინაცია აქტიური იყოს. ყველა ორსულს ვაქცინაციაზე ამომწურავი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ტრენინგი ამასთან დაკავშირებით დაწყებულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გაბუნიამ ფეხმძიმეებსა და მათ ექიმებს თხოვნით მიმართა, რომ ვაქცინაცია არ გადადონ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულების ვაქცინაცია აქტიური იყოს. ყველა ორსულს უნდა ჰქონდეს ამომწურავი ინფორმაცია ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ტრენინგი ამასთან დაკავშირებით დაწყებულია, რომ ორსულმა მიიღოს ინფორმაცია და სწრაფადვე მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინაციაზე - „ფაიზერის“ ვაქცინით. ამდენად, ჩვენი კიდევ ერთი თხოვნა იქნება, ყველა ორსულის და მისი ექიმის მიმართ, რომ ნუ გადაავადებენ ვაქცინაციას“, - განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის მოძრავი ცენტრის პროექტს ძალიან კარგი დასაწყისი ჰქონდა.

„ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დასაწყისი ჰქონდა ვაქცინაციის მოძრავი ცენტრის პროექტს. გაიზრდება კიდევ იმ პუნქტების რაოდენობა, ვინც ასე ავტობუსით მოემსახურება მოსახლეობას. დიდ ქალაქებზე - რუსთავზე ვმუშაობთ, ასევე ზუგდიდმა გამოხატა ინტერესი“, - განაცხადა გაბუნიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს