თამარ გაბუნია - პატიმრების 66% ერთხელ ვაქცინირებულია, ორჯერ ვაქცინირებული 55%-ზე მეტი - სიტუაცია სრულად კონტროლირებადია

ერთხელ ვაქცინირებული არის პატიმრების 66%, ორჯერ ვაქცინირებული 55%-ზე მეტი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა 80%-ზე მეტი ერთხელ ვაქცინირებულია და დაახლოებით 62%-ია ორჯერ ვაქცინირებული.

როგორც თამარ გაბუნია აცხადებს, ასეთი ვაქცინაციის პირობებში, ინფექციის გადაცემის ალბათობა საკმაოდ დაბალია.

„ჩვენ უკვე მაისის ბოლოდან ვმუშაობთ პენიტენციურ სისტემაში ვაქცინაციის პროცესზე. ერთხელ ვაქცინირებული არის პატიმრების 66%, ორჯერ ვაქცინირებული 55%-ზე მეტი. რაც შეეხება თანამშრომლების ვაქცინაციას, მათი ვაქცინაცია აპრილის ბოლოდან დაიწყო. თანამშრომლების 80%-ზე მეტია ერთხელ ვაქცინირებული და დაახლოებით 62%-ია ორჯერ ვაქცინირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ამგვარი ვაქცინაციის პირობებში, ინფექციის გადაცემის ალბათობა საკმაოდ დაბალია.

იყო გარკვეული შემთხვევები, ჩვენთვის ცნობილია, ამისთვის მოხდა კლინიკის მობილიზაცია, რომ თუკი საჭიროება დადგება, მოხდეს პატიმრების გადმოყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში და იქ მოხდეს მათი მკურნალობა. სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. ჩვენ რაიმე განსაკუთრებული საჭიროება პენიტენციურ სამსახურთან მიმართებით არ გვაქვს“,-განაცხადა გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა