ავთანდილ თალაკვაძე -  ოზურგეთში გახარიას შტაბის კამპანია წარუმატებლად მიდის, შტაბიდან წევრები მიდიან და ჩვენზე ცდილობენ გადმობრალებას

"აბსურდი და ტყუილია, რომ ზეწოლას ვახდენთ ვინმეზე. სიმართლე არის ის, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის გია ცეცხლაძის წინასაარჩევნო კამპანია წარუმატებელია, დღემდე ოზურგეთში არ იციან რა არის მისი საარჩევნო პროგრამა - როგორც ჩანს, შტაბი ეშლებათ და ჩვენზე ცდილობენ ამის გადმობრალებას, - ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“ თავიდანვე საზოგადოება შეცდომაში შეყავდა და ხმებს ავრცელებდა, თითქოს “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებით მოქმედებს.

„დღეს ,როცა ბევრმა გაიგო სიმართლე, გასაკვირი არ არის, რომ უარს ეუბნებიან მხარდაჭერაზე. გახარიას პარტია ოზურგეთში მხოლოდ “ქართული ოცნების” ხმებს და მომხრეებს ეპოტინება", - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარტია "საქართველოსთვის" ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, გია ცეცხლაძემ ძმები თალაკვაძეები ზეწოლაში დაადანაშაულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო