შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩანს, "სტრატეგია აღმაშენებელში" მიხვდნენ, რომ პრემიერის პოსტზე პრეტენზიები რეალობას არ შეესაბამება და „მესამე ძალობით“ დაკმაყოფილდებიან

როგორც ჩანს, "სტრატეგია აღმაშენებელში" მიხვდნენ, რომ პრემიერის პოსტზე პრეტენზიები რეალობასთან შესაბამისობაში არაა და მესამე ძალობით დაკმაყოფილდებიან,- ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი, პოლიტიკური გაერთიანება "მესამე ძალის" შექმნის დაანონსებას, სადაც "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეც იქნება.

მისი თქმით, მჭექარე სახელწოდება ბევრს არაფერს ნიშნავს და მთავარი შინაარსია.

"ერთია სახელწოდება და მეორე შინაარსი. ბევრი გვინახავს მჭექარე სახელწოდებით, მაგრამ ნულოვანი შინაარსით. მთავარია, რომ შინაარსით დატვირთონ, თუკი მათ სურთ სერიოზული პოლიტიკური ძალის შექმნა. ერთი რაც შეიძლება ითქვას -აქამდე "სტრატეგია აღმაშენებლისგან" გვესმოდა პრეტენზიები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ეს პრეტენზიები რეალობასთან მთლად შესაბამისობაში არ მოდის და ახლა მესამე ძალობით დაკმაყოფილდებიან,"-განაცხადა პაპუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო