ნიკოლოზ სამხარაძე - დროშებთან დაკავშირებული კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის

დროშებთან დაკავშირებული კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლებასთან წინააღმდეგობაში არ მოდის - თუ ადამიანს სურს რომელიმე დროშის შებღალვა, შეუძლია სახლიდან მოიტანოს დროშა და შეურაცხყოს, ამის უფლება არ ექნება იმ დროშებზე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კანონს შემაკავებელი ეფექტი ექნება და ადამიანები აღარ შეურაცხყოფენ დროშებს, რომლებიც სახელმწიფო შენობებზეა განთავსებული.

„საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს უცხო ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების სიმბოლოების შებღალვას და ეს არის კანონმდებლობაში ერთგვარი ხარვეზი, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო ამის გამოსწორება, ამის შედეგია ის კანონპროექტი, რომელიც დღეს განვიხილეთ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე და მას კომიტეტმა მხარი დაუჭირა, ეს კანონპროექტი ინიცირებულია როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატების, ასევე „მოქალაქეების“, ფრაცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“, „ლელოს“ დეპუტატების მხრიდან, ეს არის მრავალფრაქციული ინიციტივა და აქედან გამომდინარე, ოპოზიციაც ეთანხმება მას, რადგან ინიციტორები არიან ამ კანონპროექტის.

შემაკავებელი ეფექტი მას ნამდვილად ექნება, რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას ეს საერთოდ არ მოდის წინააღმდეგობაში გამოხატვის თავისუფლებასთან იქიდან გამომდინარე, რომ თუ ადამიანს სურს რომელიმე დროშის შებღალვა, დაწვა იქნება ეს თუ ა.შ. მას შეუძლია ეს თავისუფლად გააკეთოს - შეუძლია სახლიდან მოიტანოს, იყიდოს დროშა და შეურაცხყოს, თუმცა, ამის უფლება არ ექნება იმ დროშებზე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას და განლაგებულია ადმინისტრაციულ შენობებზე და ადმინისტრაციულ შენობებში“, - განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისათვის, ცვლილებების თანახმად, ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციების და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციები წესდება. კერძოდ, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ სპეციალური მუხლი ემატება, რომლის თანახმად, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას. იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას, 15 დღემდე ვადით. საუბარია დროშებზე, რომელიც განთავსებულია სახელმწიფო შენობებზე. პროექტის ინიციატორები არიან- პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, პარლამენტის წევრები: ალეკო ელისაშვილი, ფრიდონ ინჯია, ხათუნა სამნიძე, ნიკოლოზ სამხარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო