თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნების“ დამკვიდრებული წესია, წარმოაჩინონ სრულიად ოპოზიცია მარგინალიზებულ ძალად იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება

„ქართული ოცნების“ დამკვიდრებული წესია, წარმოაჩინონ სრულიად ოპოზიცია მარგინალიზებულ ძალად იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება,- ასე პასუხობს „მესამე ძალის“ დაანონსებულ პრეზენტაციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი თეონა აქუბარდია.

როგორც ის აღნიშნავს, საზოგადოებაში ალტერნატივის მოთხოვნა არსებობს.

„იდეა არის ის, რომ მესამე ძალაა ხალხი, ძალაუფლების წყარო არის ხალხი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ორპოლუსიანობაში, ძალადობრივ ქმდებებში, რომელშიც ქვეყანა არის გაჩხერილი, როცა ნიჰილიზმი და ნეგატიური პროგნოზები არსებობს საზოგადოებაში, ჩვენ დავანახოთ მოსახლეობას, რომ არსებობს გამოსავალი, რაც არის ერთიანობა, ძალთა გაერთიანება. უნდა დავასრულოთ წარსულზე საუბარი და ვისაუბროთ მომავალზე“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა