ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის ამოცანა იყო ჩვენი მორღვევა, თუმცა საკუთარი თავი მოარღვიეს

რადიკალური ოპოზიციის ამოცანა იყო ჩვენი მორღვევა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იმ საბოტაჟით, რომელსაც ახორციელებდნენ, თუმცა საკუთარი თავი მოარღვიეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მან სპეკულაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მასს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაძაბული ურთიერთობაა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მსგავს ინფორმაციას ავრცელებენ ტელევიზიები, რომლებიც არის „სიცრუის პროპაგანდის წყარო“.

„სპეკულაციები ყველა ჩვენგანთან დაკავშირებით გვესმის მთელი ამ დღეების განმავლობაში, იყო სპეკულაციები, მათ შორის, თანამდებობიდან ჩემს წასვლაზე, ჯერ იყო ივნისის ბოლო ნათქვამი, შემდეგ ივლისი. ეს სპეკულაციები ვრცელდება მუდმივად იმისთვის, რომ რაღაცნაირად სცადონ ჩრდილის მიყენება ჩვენი საერთო იმიჯისთვის, თუმცა ხალხი უკვე მიჩვეულია. ერთხელ რომ მოიტყუები, მეორედ, მესამედ, შეიძლება, ამან გაჭრას, მაგრამ როდესაც ის მედია, რომელიც აფილირეულია პირდაპირ რადიკალურ ოპოზიციასთან, იტყუება ასჯერ და ორასჯერ, ბუნებრივია, ეს ტყუილი აღარ ჭრის.

ამ დროს არის კატასტროფული პრობლემები ჩვენს ოპონენტ პარტიებში. აბსოლუტურად ყველამ იცის, როგორი ურთიერთდამოკიდებულებაა მაგალითად სააკაშვილსა და მელიას შორის, მერაბიშვილსა და მელიას შორის და ა.შ. იქ არის დაჯგუფებები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ და ეს პირდაპირ ჩანს. პარლამენტის სხდომათა დარბაზშიც კი, როდესაც ვიღაცები აწყობენ დესტრუქციას, ვიღაცები ამაში არ მონაწილეობენ „ნაციონალური მოძრაობიდან“ და იქ ძალიან მარტივად იკვეთება ხაზები, რომლებიც არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული, ამას აქვს რეალური საფუძველი. არიან აბსოლუტურად არეულები. წარმოიდგინეთ, მსოფლიოს საარჩევნო ისტორიის დონის აბსურდია ის, რომ ერთსა და იმავე საარჩევნო შტაბზე, რომელსაც ჰყავს თავისი მერობის კანდიდატი და პარტიული სიითაც მონაწილეობს არჩევნებში, გამოსახულია მერობის კანდიდატის სხვა საარჩევნო ნომერი და სხვა პოლიტიკური პარტიის საარჩევნო ნომერი, ანუ იმ დონეზე არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული, რომ ასეთ აბსურდამდეც კი მივიდნენ. ეს არის ძალიან ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესების, რომელიც წარიმართება რადიკალურ ოპოზიციაში. მათი ამოცანა იყო ჩვენი მორღვევა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმ საბოტაჟით, რომელსაც ახორციელებდნენ, თუმცა საკუთარი თავი მოარღვიეს იმ საბოტაჟით, რომელიც რეალურად არა „ქართულ ოცნებას“, არამედ ქართულ სახელმწიფოს დაუპირისპირეს მათ,“- განაცხადა კობახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს