ირაკლი კობახიძე - გერმანელ ბავშვებს სკოლებში დღემდე ახსენებენ იმას, თუ რა ხდებოდა 1945 წლამდე - 9 წლის წინ რა ხდებოდა, ამის შეხსენება მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა

გერმანელ ბავშვებს სკოლებში დღემდე ახსენებენ იმას, თუ რა ხდებოდა 1945 წლამდე, 9 წლის წინ რა ხდებოდა,­ ამის შეხსენება მოსახლეობისთვის, ბუნებრივია, ჩვენი ვალდებულებაა, - ასე განმარტა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ის, თუ რატომ უკავია წინა ხელისუფლებაზე საუბარს გარკვეული წილი მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიაში.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განმარტა, 9 წლის წინ საქართველოში იმდენად ცუდი რაღაცები ხდებოდა, რაც ქვეყანაში აღარასდროს უნდა განმეორდეს, ეს კი სწორედ მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა.

კითხვაზე, ხომ არ რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურად აძლიერებს არა მის მიერ გაკეთებული საქმეები, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ „პოლიტიკურ ბუად“ წარმოჩენა, კობახიძემ განმარტა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებზე საუბარს მმართველი გუნდის კამპანიის მხოლოდ 10% უკავია, რაც აბსოლუტურად ნორმალურია ნებისმიერი სახის კამპანიის წარმოებისას.

„ჩვენი კამპანიის 90% ეთმობა საუბარს იმაზე, თუ რა გავაკეთეთ და რას ვაპირებთ, რომ გავაკეთოთ, 10%-ს თუ ვსაუბრობთ ჩვენს ოპონენტებზე და მათ შორის, მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ პარტიაზე, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი ნებისმიერ პოლიტიკურ კამპანიაში.

ყოველი მეოთხე ამომრჩეველი ხმას აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც არის ძალიან მძიმე მოცემულობა. ერთ - ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ მათ საკუთრებაშია სამი სატელევიზიო არხი, რომელსაც თავისი მაყურებელი ჰყავს, თავისი გავლენა აქვს და ბუნებრივია, მათი მაყურებელი მოქცეულია შესაბამისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ. ორი ძირითადი რესურსი აქვს „ნაცმოძრაობას“, რასაც იყენებს არჩევნებს შორის პერიოდშიც და არჩევნების დროსაც, ეს არის ხალხისგან მოპარული ფული, რომელსაც სააკაშვილი დღემდე ხარჯავს, მათ შორის, არჩევნებზე, მეორე ეს არის მედია, რომელსაც ამ ფულით ინახავს. ტელევიზიებსაც ამ „შავი ფულით“ ინახავენ. მაგალითად რომ აიღოთ კონკრეტული ტელევიზიების თანამშრომლები, ნახავთ, რომ ძალიან დიდ ნაწილს შავად ურიგდებათ ხელფასები. უბრალოდ, მედიაზეა საუბარი და შემდეგ მოჰყვება ამას სპეკულაციები და შეიძლება უწყებებიც თავს იკავებენ, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ შავი ფული ტრიალებს ქართულ მედიაში“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა