თბილისის მერია - დიდუბის გამგეობამ 13 დაზიანებული სპორტული მოედანი აღადგინა

დიდუბის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, დაზიანებული სპორტული მოედნების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაოების შედეგად, დაზიანებულ მოედნებზე ბალახის ხელოვნური საფარი, ფეხბურთის კარის ბადეები და კალათბურთის ფარები შეიცვალა. ასევე, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე.

„ამ ეტაპისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯამში, 13 სპორტულ მოედანზე ჩატარდა, 7 მოედანი დიდუბეში რეაბილიტირდა, ხოლო 6 დაზიანებული საფეხბურთო მოედანი დიღმის მასივში განახლდა.

სპორტული მოედნების რეაბილიტაციის სამუშაოები გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ „პე ბე“ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 172 882 ლარი გამოიყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იოსებ ბარათაშვილი - თუ უმოკლეს ვადებში არ გამოქვეყნდა რა აუცილებლობით კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2021
ირაკლი მელაშვილი - იმგვარ ვითარებაში, რომელშიც ვართ, საქართველოში ძალოვნებმა დაღუპეს ყველა ხელისუფლება და ახლა დაღუპავენ ამ ხელისუფლებასაც
BDO Digital-ი კომპანიებს აქტივების მართვის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს
ქართული უნივერსიტეტი საერთაშორისო კონკურსში ნომინაციის ,,მომავლის განათლება’’ გამარჯვებული გახდა
კახა ოქრიაშვილი - დღესვე გადადგეს სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი და ეს უწყება დაიშალოს სამ სტრუქტურად
ტერაბანკის შეღავათიანი ბიზნეს სესხი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეებისთვის
საქართველოში მალე იურისტების ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმა - LawPort ჩაეშვება