გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს 07:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ჟებოტა, ტუშურები, ქვემო არტანი, ჯიჯეთი, ალაჭანი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ბევრეთი, ტაბარუკი, მსხალდიდი, წოდორეთი, ლისი და მიმდებარე სოფლებში. 14:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბურიანი, წინამძღვრიანთკარი, ნავდარაანთკარი, კოტორაანთკარი, ზაქარო, არაშენდა, საგურამო, შანკევანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა