თენგიზ ცერცვაძე - დღევანდელი პირობებით, დასწრებული სწავლების დაწყებაზე რეკომენდაციას არ გავცემდი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების რეკომენდაციას არ გასცემს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გადაწყვეტილება რისკების შემცველია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდოს.

„დღეს რომ არის ამ პირობებში, მე არ გავცემდი რეკომენდაციას დასწრებული სწავლების დაწყებაზე. ეს ხარისხისთვის არ არის სასურველი და არც ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის, - უკვე ორი წელია სკოლის გარემო არ უნახავთ, ეს ონლაინ სწავლება არა მარტო ინტელექტუალურ და გონებრივ განვითარებას უშლის ხელს, მათ ფიზიკურ განვითარებასა და ადამიანურ ურთიერთობასაც. დღევანდელი პირობებით, დასწრებული სწავლის დაწყება რისკებს შეიცავს, რომ ინფექცია კიდევ უფრო გავრცელდეს. თუ 15 დღეში მივაღწევთ მნიშვნელოვან კლებას, მე იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ, მაშინ ამ გადაწყვეტილებას მთავრობა გადახედავს და სწავლის დაწყების ნებართვას გასცემს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს