„ქართული ოცნების“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მერობის კანდიდატი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების: ჩუბინიაანთკარის, ჩირდილელიაანთკარის, გრიგოლაანთკარის, მლაშეს, პირმისაანის, ვარსიმაანის, რადიოსადგურისა და ბაზალეთის დევნილთა ჩასახლების მოსახლეობას შეხვდა.

„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით აქ სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სოფლებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა და მოსახლეობა სოციალური შეღავათებით სარგებლობს.

არის გარკვეული პრობლემებიც. მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნაა გაზიფიცირება. სეზონზე ბაღების მორწყვასთან დაკავშირებით სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებათ, ამიტომ, ითხოვენ ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასაც.

ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მთავრობის მხარდაჭერით და მოსახლეობის გვერდში დგომით ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება“, - განაცხადა შეხვედრაზე მანანა ნარიმანიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო