სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მოწყვლადი მოსახლეობის დახმარებისა და უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უწყების ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა ხელს შეუწყობს როგორც სააგენტოს ორგანიზაციულ გაძლიერებას, ისე მოწყვლადი ოჯახების სოციალური მომსახურების ხარისხისა და ეფექტიანობის გაზრდას.

მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, სოციალური მომსახურეობის სააგენტო ასევე შეიმუშავებს ახალ გადაწყვეტილებებს მოწყვლადი მოსახლეობის მომსახურებაში, მათ შორის, ისეთ კრიტიკულ სფეროში, როგორიც დასაქმებაა.

„ამ მიზნით, 2021 წელს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ბენეფიციარების კვლევა ჩატარდება , რომლის შედეგების საფუძველზეც შემუშავდება და განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები დასაქმებისა და სხვა სერვისების ეფექტიანობის გაზრდისთვის. განსაკუთრებული ყურადღება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას დაეთმობა.

როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან გოგოძემ განაცხადა, გაეროს განვითარების პროგრამა სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ფუნქციური საქმიანობის შეფასებაში დაეხმარება და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ბენეფიციარების კვლევას ჩაატარებს. აღნიშნული მემორანდუმი კი თითოეული ბენეფიციარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გარდა ამისა, სოციალური სერვისების სააგენტოს ინსტიტუციური და სტრატეგიული გაძლიერების მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ამჟამად სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ორგანიზაციული შეფასება მიმდინარეობს , რაც საფუძველს დაუდებს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებას“,- აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის, ანნა ჩერნიშოვას თქმით, სოციალური მომსახურების გაწევა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, რომელიც მოწყვლადი მოსახლეობის დახმარებას და სიღარიბიდან ამოსვლას ემსახურება. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მან საკუთარი მოვალეობების შესრულება სათანადოდ შეძლოს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გაეროს განვითარების პროგრამისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობა შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს