პრემიერი - გარკვეული დამშვიდების კონტურები და სტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა, ამან არ უნდა წაგვახალისოს - ყველაფერი არის მართული და კონტროლის ქვეშ

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეპიდვითარების კუთხით, გარკვეული დამშვიდების კონტურები და სტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დასტაბილურებამ არ უნდა წაახალისოს მოსახლეობა და არ უნდა მისცეს საფუძველი რომ მოეშვას.

„გუშინაც ვთქვი და მინდა გავიმეორო - გარკვეული დამშვიდების კონტურები და დასტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა, ამან არ უნდა წაგვახალისოს და არ უნდა მოგვცეს საფუძველი რომ მოვეშვათ. პირიქით, ძალიან მობილიზებულად, მაქსიმალურად უნდა დავასტაბილუროთ ვითარება. პირბადე და აცრა არის ამ სიტუაციაში გამოსავალი, იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა და ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს და ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან. ყველაფერი არის მართული და კონტროლის ქვეშ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა