“S&P Global“-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დაუტოვა

სარეიტინგო სააგენტო “S&P Global“-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი და პერსპექტივა უცვლელად დაუტოვა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 7.5 პროცენტი იქნება.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უმძიმესი გლობალური კრიზისის შემდგომ, საკრედიტო რეიტინგის გაუარესების გარეშე შეძლო ეკონომიკის აღდგენის ფაზაში გადასვლა.

სარეიტინგო სააგენტო რეიტინგის მთავარ ძლიერ მხარეებად განიხილავს საქართველოს ინსტიტუციონალურ სიძლიერეს, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმსა და მაღალ საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერას, რისი დემონსტრირებაც გასულ წელს პანდემიასთან ბრძოლისას მოხდა, როდესაც საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა მიიღო.

მომავალი პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან სწორედ ამ სიძლიერის კიდევ უფრო განმტკიცებას ისახავს მიზნად, რათა ქვეყნის ეკონომიკა საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის იყოს მზად მსგავსი მასშტაბის კრიზისთან გასამკლავებლად.

ქვეყნის მიზანია, საშუალოვადიან პერიოდში საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა.

მიუხედავად ბოლო წლებში მიღწეული ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესისა, მთავარ გამოწვევად რჩება საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობის მაღალი ხარისხი, რაც მიმდინარე ანგარიშის მაღალ დეფიციტში და მაღალ დოლარიზაციაში აისახება, რაზეც მიუთითებს ყველა სარეიტინგო სააგენტო, მათ შორის, S&P-ი.

ამჟამად, ქვეყნის მთავარ გამოწვევას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო