ანა ბიბილაშვილი - მოვუწოდებ ხელისუფლებას, გახსნას მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტი

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებებს, რომელშიც ადამიანებს არ ითვალისწინებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გახსნას მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი შეფასებით, უკიდურესად უპასუხისმგებლოა ტრანსპორტის შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილება იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, ბევრმა ადამიანმა სამუშაო ადგილი დაკარგა და მათ ვაქცინაციის ცენტრთან მისვლის საშუალებაც კი არ ეძლევათ.

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შემუშავდა სქემა, რომლითაც 14 აგვისტოდან საზოგადოებრივ ტრანსპორტს უნდა ემოძრავა ვაქცინაციის დიდ ცენტრებში. იმის გათვალისწინებით, რომ ეს არ ეხებოდა ვაქცინაციის მცირე ცენტრებს, მოქალაქეებს გადაადგილების სერიოზული პრობლემა შეექმნათ და დიდი ცენტრები გადაიტვირთა. ეს საკითხი განსაკუთრებით მძიმედ შეეხოთ ჩვენს პენსიონერებს, ხანდაზმულ ადამიანებს. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში არის მძიმე ეპიდსიტუაცია, როდესაც ბოლო 2 წელიწადში ათასობით ადამიანმა დაკარგა შემოსავალი და სამუშაო ადგილი, ასეთი გადაწყვეტილება და მითუმეტეს, ადამიანებისთვის გადაადგილების შეზღუდვა, მათთვის ვაქცინაციის შესაძლებლობის ფაქტობრივად მოხსნა, უკიდურესად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებებს, რომელშიც ადამიანებს არ ითვალისწინებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, გახსნას მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა